afxazeTis mxare  
  
 
 
 
 


gagris municipaliteti

აიბღა (აფხ. Аибӷа) - ორად გაყოფილი სოფელი საქართველოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაგრის მუნიციპალიტეტსა და რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის სოჭის რაიონში.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელი მდებარეობს მდინარე ფსოუს ორივე ნაპირზე, ზღვის დონიდან 840 მ სიმაღლეზე და სახელმწიფო საზღვრით იყოფა ორ ნაწილად, მარჯვენა მხარე ეკუთვნის რუსეთს, ხოლო მარცხენა მხარე — საქართველოს. დასახლებული პუნქტის ძველი სახელწოდებაა კბაადე (Кбаадэ). 1869 წლის 5 დეკემბერს სოფელს მიენიჭა სახელი აიბღა[2]. 1888 წელს დაცარიელებულ სოფელში ჩამოასახლეს მოსახლეობა სოფელ მოგილევშჩინადან (დღევანდელი ბელორუსია).

სადავო ტერიტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აიბღა დღემდე წარმოადგენს რუსეთ-საქართველოს სადავო ტერიტორიას, თავის დროზე საზღვრის დელიმიტაციის რუსულ-ქართული კომისიის სხდომებზე საკითხი იყო დასმული მდ. ფსოუს მარცხენა ნაპირზე მდებარე ამ სოფლის უბნის რუსეთისთვის მიკუთვნების თაობაზე. ამ დროს ქართულმა მხარემ გამოიჩინა კატეგორიული პოზიცია და სოფლის ეს მხარე ისევ საქართველოს (აფხაზეთის) ნაწილად მოიაზრებოდა. საქართველოს ამ პოზიციის გამო აფხაზეთის დე-ფაქტო ადმინისტრაციამ არაოფიციალური ფორმით მადლობაც გადაუხადა ქართულ მხარეს.

2011 წლის ივნისში რუსეთის ფედერაციის ადლერის რაიონის სამართალდამცავები სოფელ აიბღაში იმყოფებოდნენ, იქ რუსული სამართალდამცველი და ადმინისტრაციული სტრუქტურების დამკვიდრების მიზნით, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის მიზანი საქართველოს ტერიტორიაზე უბნის ინსპექტორების ინსტიტუტის შექმნაა. აღნიშნული ქმედება ფასდება, როგორც საერთაშორისო სამართლით ცნობილი საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიის ოკუპირებული ნაწილის პირდაპირი ანექსია. რუსეთის მხარე ამას „სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების გაძლიერების“ საბაბით ხსნის. [3]

2011 წლის ოქტომბერში გაგრის მუნიციპალიტეტის დაბა ცანდრიფშში (განთიადში) რუსი „მესაზღვრეებისთვის“ აშენებული ქალაქის ექსპლუატაციაში შესვლის საზეიმო ცერემონია გაიმართა. „ექსპერტთა კლუბის“ წარმომადგენლების ვარაუდით რუსი „მესაზღვრეები“ შეიარაღებული აფხაზი „პატრიოტების“ მხრიდან სოფელ აიბღას დასაცავად ემზადებიან.[4]

გარდა სამხედრო დატვირთვისა, რუსეთის ინტერესები სოფელ აიბღაში განპირობებულია იმით, რომ იგი მდიდარია ტყითა და სასარგებლო წიაღისეულით, კერძოდ, მარმარილოთი.[5]

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფხაზეთის სეპარატისტული პარლამენტის „დეპუტატის“ ვალერი კვარჭიას განცხადებით „ზაფხულში სოფელში 26-მდე ადამიანი ცხოვრობს, ზამთარში კი იქ სულ რამდენიმე - ყველაზე გულადი და ძლიერი ადამიანი რჩება“.

 

gagris municipalitetis foto galerea
         

 

ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
მუნიციპალიტეტი გაგრის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები
43°19`00` ჩ. გ. 40°15`00` ა. გ.
პირველი ხსენება 1308
მოსახლეობა 24061 კაცი (1989)
სატელეფონო კოდი +995 443
საფოსტო ინდექსი 6700
ოფიციალური საიტი http://gagra-city.com